Tuesday, July 12, 2016
Monday, July 11, 2016
ინკლუზიური განათლების განხორციელების წესზე დოკუმენტი შეიქმნა
დოკუმენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მომზადდა და იგი საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების მიმდინარეობის პროცესებს დაარეგულირებს, აღწერს მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის და მოხსნის მიზნით შეფასების პროცედურებს, ასევე სკოლების, მასწავლებლის და სპეციალური მასწავლებლის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას.
ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო პრეზენტაციაზე წარმოდგენილ შენიშვნებს და რეკომენდაციებს განიხილავს და ასახავს დოკუმენტში, რომელიც შემდგომში მინისტრის საკანონმდებლო აქტით დარეგულირდება.
დოკუმენტის შემუშავებაზე იმუშავა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველომ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყო სხვადასხვა ორგანიზაციები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, სპეც მასწავლებლები და მულტიდისციპლინური გუნდის წევრები.
მინისტრი საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა
მე მაქვს მანდატი და დიდი სურვილი სკოლებს დავეხმარო - ასე მიმართა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოწვეულ თბილისის დიდკონტიგენტიანი და სპეციალიზირებული სკოლების დირექტორებს, რომელთანაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, შეხვედრები სკოლის დირექტორებთან მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე შეიქმნება დირექტორთა საბჭო, სადაც იმსჯელებენ სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
Subscribe to:
Posts (Atom)